- შინდისის გმირების დღეს, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებმა, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ხსოვნას და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შინდისის ბრძოლას გადარჩენილმა დეკანოზმა იოსებმა აგვისტოს ტრაგედიის სისხლიანი დღეები და შინდისელი გმირების თავგანწირული ბრძოლა გაიხსენა.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასასწორო ბროლას 17 ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა.
შინდისის გმირები: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.