- სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დღეიდან დაიწყო და 15 მაისამდე გაგრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კენჭისყრის ეტაპზე გადასულია 4 საპროექტო წინადადება, მათგან გაიმარჯვებს ის 2 პროექტი, რომელსაც მოქალაქეები აირჩევენ.