- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, პედაგოგებს, რომლებმაც ჭეშმარიტი ხელოვნების სიყვარულით არაერთი თაობა აღზარდეს, პროფესიული დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო, ვოკალური, გიტარის, ვიოლინოს და ხალხურის საკრავების განყოფილებების პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით გამართულმა სანახაობრივად დატვირთულმა საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრში, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების ტრადიცია გრძელდება და ვითარდება.