- სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, სტიქიისგან დაზიანებული დამცავი ჯებირი ეწყობა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 53 726 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, ქალაქად, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 58 302 ლარი.
სტიქიის საპრევენციო სამუშაოები დასრულებულია თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში, სადაც გაბიონი მოეწყო, ასევე – 26 მაისის ქუჩაზე, სადაც განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი და ფოთის ქუჩაზე, სადაც ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყო.
სტიქიის საპრევენციო სამუშაოები, ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, სადაც ნაპირსამაგრი გაბიონი ეწყობა;
დასრულების ეტაპზეა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები – მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პერტულში;
ძველი სენაკის ადმინისტარციულ ერთეულში, სამ ლოკაციაზე – სხივის ქუჩაზე, ზემო კოტიანეთსა და სოფელ კოტიანეთის საარახამიოს უბანში, მიმდინარეობს მილხიდების, სანიაღვრე სისტემისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის პროექტები;
ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე – ჭყონდიდელის, არჩაიას, დემურიას ქუჩებზე, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
მშვიდობის ქუჩაზე, ნატოჩაოს უბანში, N56 საცხოვრებელ სახლთან, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები;
პარალელურად, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, ხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები; ვახტანგ გორგასლის ქუჩის 97-თან – არსებული არხის ჯებირის ამაღლების სამუშაოები.
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, 45 პროექტს ახორციელებს.