- სენაკელმა ფალავანმა, გიორგი ჩხიკვაძემ, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანი საქართველოდან.