- ვეტერანი სპორტსმენი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებელი, ელგუჯა გვასალია, ათენში გამართული ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ელგუჯა გვასალიას ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.
ვეტერან სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.
ვულოცავთ ელგუჯა გვასალიას ამ დიდ გამარჯვებას. სენაკელ ფალავანს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სპორტულ ასპარეზობებში.