- სენაკის სპორტის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს.
კალათბურთელებმა, 30 ივლისიდან, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ყველა სატურნირო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს