- სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 26-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში “ბარაქიანი შემოდგომის’’ კვირეული ჩატარდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქტივობების კვირეული, მე-6 ბაგა-ბაღში გამართულმა შემოდგომის დღესასწაულმა დაასრულა.
შემოდგომის ფერებით, პედაგოგებისა და აღსაზრდელების ხალისიანი ჩართულობით გამორჩეულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.