- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 143 – ე სეზონი იხსნება.
“დღეს შედგა დასის კრება, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ და თეატრის დირექტორმა ირაკლი ადამიამ წარადგინეს სამომავლო შემოქმედებითი გეგმა. მოემზადეთ საპრემიერო სპექტაკლებისთვის და საინტერესო თეატრალური სეზონისთვის.”-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.