- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. სენაკი “ლაზიკა მედი” 87 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 და საშუალო სიმძიმის 67 ადამიანი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.