- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასპორტო გაერთიანების სპორტსმენების დროული და კომფორტული გადაადგილებისთვის, FORD-ის მარკის ახალი მიკროავტობუსი შეიძინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 149 650 ლარი გაიხარჯა.
FORD-ის მარკის ახალი მიკროავტობუსი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, სარგებლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას გადასცა.