- დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილეები წარადგინა. მერის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობებს – ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია დაიკავებენ.
წარდგენის პარალელურად, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, გასული და მიმდინარე კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.