- სენაკის მუნიციპალოიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში“, სენაკის მუნიციპალიტეტს, 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება, რისთვისაც, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარია გამოყოფილი.
უწყების ცნობით, პროგრამა, ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებასთან ერთად, უზრუნველყოფს თვითმმარველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას და ხელს უწყობს მათ დასაქმებასაც.
“2021 – 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 146 პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამ 2 270 709 ლარი შეადგინა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.