სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

  • დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტები.

სხდომაზე დამტკიცებული პროექტებიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება:

გოლასკური-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ქ. სენაკში, სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე არსებული სასაფლაოს შიდა გზის რეაბილიტაცია;

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საწულეისკიროს გზის რეაბილიტაცია;

ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

ქ. სენაკში, აკაკი ელიავას ქუჩის რეაბილიტაცია;

ქ. სენაკში, გივი ღვინჯილიას ქუჩის რეაბილიტაცია;

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოს გზის რეაბილიტაცია;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის პატარა შხეფის უბანში გზის რეაბილიტაცია;

უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგინეს უბნის გზის რეაბილიტაცია;

უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეხაბურძანიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;

უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკორშიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;

უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკოკაიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;

უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგაბელიეს უბნის გზის რეაბილიტაცია;

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორშის საჯარო სკოლიდან მეურნეობისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – ჭუბაბრიების და მილორავების უბნების გზების რეაბილიტაცია;

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საკუპრეიშვილოს უბნის გზის რეაბილიტაცია;

გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის სათურქიოს უბნის გზის რეაბილიტაცია;

ზანის ადმინისტრაციული ერთეულის ეწერის უბნის გზის რეაბილიტაცია;

ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საესებუოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 650 000 ლარი;

ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 700 000 ლარი;

ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სასოლომონიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 350 000 ლარი;

ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია – ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, ღირებულებით – 1 200 000 ლარი;

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში, მე-4 ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 100 000 ლარი;

ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის ლედემურიეს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 450 000 ლარი;

ფოცხოსა და უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 800 000 ლარი;

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ციზეთი-ბიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 2 200 000 ლარი;

გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჩემიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 250 000 ლარი;

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის პერტულის უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 500 000 ლარი;

ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სასირიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 320 000 ლარი