- მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პერტულში, მიმდინარეობს ხიდის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 230 754 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგინეს უბანში, დაზიანებული მილხიდების აღდგენისა და ხიდ-ბოგირების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 95 865 ლარს შეადგენს;
ლეგაბელიეს უბანში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული მილხიდის აღდგენის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 30 610 ლარს შეადგენს.