- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები.
ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს – ღელე ფიცუ 2-ის ამოწმენდა ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე – თავისი შენაკადებით, ეცნობა.
სამუშაოების ღირებულება 48 336 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის, სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ღელე ფიცუ 1-ის ამოწმენდა თეფანიას ქუჩიდან რკინიგზამდე – თავისი შენაკადებით;
ღელე ფიცუს ამოწმენდა;
დავით დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;
ჯიხას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხების ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;
ასათიანის ქუჩიდან ტეხურამდე, კოლხეთის ქუჩის გასწვრივ გამდინარე სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;
მეშვიდე საჯარო სკოლიდან ტეხურამდე, ტაბიძის ქუჩის გავლით, სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;
ღელე ხაბაზეთისა და ცენტრალური კოლექტორის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით;
სამხედრო ქალაქიდან, თეკლათის მიმართულებით, ღელეს ამოწმენდა;მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სკურეს კალაპოტის ამოწმენდა;
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ნახურის კალაპოტის ამოწმენდა;
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სანიაღვრე არხების ამოწმენდა.
პროექტის ღირებულება 582 000 ლარს შეადგენს.