- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი ფონმა „ქართუმ“ განახორციელა.
სენაკის სავიზიტო ბარათმა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურმა ძეგლმა 140-ე სეზონი განახლებულ თეატრში გახსნა, თეატრს შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებს და ღონისძიებებს.
თეატრის გახსნის ცერემონიალს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.