- სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ანა ჭიჭაღუა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში, მონიტორინგს ახორციელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მთავრობის # 485 დადგენილების – “ტექნიკური რეგლამენტის – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ” ფარლგებში მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღს მოიცავს.
მონიტორინგის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა გაეცნო.