- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, ქალაქ თბილისში, სენაკის საპატიო მოქალაქეებს, მსოფლიოში აღიარებულ გამოჩენილ მხატვარ-ფერმწერს, მწერალ ემელიანე (რეზო) ადამიას – მხატვრის სახელოსნოში და ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, მურმან ჯინორიას – რუსთაველის ეროვნულ თეატრში ესტუმრა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა ეპოქალურ ადამიანებს დაბადების დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
21 თებერვალს, რეზო ადამიას დაბადებიდან 85, მურმან ჯინორიას 76 წელი შეუსრულდათ.