- სენაკმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე სპექტაკლის – ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის რეჟისორია, ჩვენი თანაქალაქელი, ახალგაზრდა წარმატებული ხელოვანი, გიორგი ჭანტურია; დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნუგზარ ბუცხრიკიძე.
ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობებმა, ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ახლობელი პერსონაჟების როლები ახლებულად და შთამბეჭდავად შეასრულეს.
პრემიერას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს