- 30 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის კვირეულის ფარგლებში, 18:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები.
ადგილზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მეწარმეების გამოფენა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით – თანასწორობის სივრცე, სადაც თავს მოიყრიან შშმ პირები, ახალგაზრდები და ფასილიტატორებთან ერთად, ადგილზე დაამზადებენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს.
ნაყინის კუთხე – დღის განმავლობაში, საჩუქრად მიიღებთ ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სენაკის ნაყინს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყობა ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე – გამოიფინება 3D პრინტერი, VR რობოტები; ჩატარდება ვორქშოფი თემაზე – ,,ახალგაზრდობის როლი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში’’, ასევე, გათამაშება, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლური საჩუქრები;
მერის მრჩეველთა სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით – საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები,
სახალისო თამაშები: ,,დროის კაფსულა’’, ,,სათათბიროს განძის ძიება”;
20:00 საათიდან- გალა კონცერტი – ოთო ნემსაძის და ჯგუფის “limbo” მონაწილეობით.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს