სენაკში ახალგაზრდული კვირეული დასრულდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, ახალგაზრდული კვირეული, სხვადასხვა აქტივობებითა და გალა-კონცერტით დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, გასართობი, შემეცნებითი და ინოვაციური აქტივობებით დაიწყო.

გაიმართა ადგილობრივ ახალგაზრდა მეწარმეთა გამოფენა; სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო თანასწორობის სივრცე, სადაც შშმ პირებმა და ახალგაზრდებმა, ფასილიტატორებთან ერთად, ხელთნაკეთი ნივთები დაამზადეს.

დამთვალიერებლებს და მონაწილეებს, ნაყინის კუთხემ, ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სენაკის ნაყინით უპასპინძლა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო ინოვაციური- საგანმანათლებლო სივრცე, გამოიფინა 3D პრინტერი, VR რობოტები; გაიმართა ვორქშოფი თემაზე – ,,ახალგაზრდობის როლი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში’’, ასევე, გათამაშება, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცათ ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლური საჩუქრები.

ახალგაზრდობის კვირეული, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, ოთო ნემსაძის და ჯგუფის ,,limbo” კონცერტით დასრულდა.