- სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სამსახურის სპეციალისტებთან – გვანცა მალანიასთან და ლატავრა თოდუასთან ერთად, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერის სათათბირო ორგანომ – ახალგაზრდულმა საბჭომ თავმჯდომარედ, წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა, ნანო მისაბიშვილი, მოადგილედ – ანა ქეცბაია აირჩია.
ინფორმაციისთვის: ახალგაზრდული საბჭო ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 14 -დან 29 წლის ჩათვლით, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებით.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
- ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
- მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ.