- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება.
ელიავას ქუჩაზე, აშენდება ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, კომფორტული და კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი სააღმზრდელო დაწესებულება – მესამე საბავშვო ბაღი.
უწყების ცნობით, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ბაღს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.