- სენაკში, ფოთის ქუჩაზე, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 130 გრძივ მეტრზე, ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 76 725 ლარი..
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტები, პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ძველი სენაკის ადმინისტარციულ ერთეულის სოფელ კოტიანეთში, საარახამიოს უბანში – მიმდინარეობს გაბიონის მოწყობის და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოები, ღირებულებით – 30 206 ლარი;
არჩაიას ქუჩაზე ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 37 385 ლარი;
დემურიას ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 24 887 ლარი;
ჭყონდიდელის ქუჩაზე ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 163 887 ლარი;
26 მაისის ქუჩაზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით – 102 125 ლარი.