- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით, სახალისო და სანახაობრივად მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა და ამავე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბავშვთა დაცვის დღეს სენაკში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაგეგმილი აქტივობა – მხიარული ანიმატორების გასართობი პროგრამა დაასრულებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული 2009 წლიდან, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღეს იმართება აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა, დღის გმირების საზეიმო მსვლელობა წითელ ხალიჩაზე, გალა-კონცერტი – საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისა და პედაგოგების მონაწილეობით.