- დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს 30-ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი, რომელიც საზეიმოდ 3 ივნისს გაიხსნა, საქართველოს ტაიბოქსის და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის, მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა ჯავახიას ორგანიზებით ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის 150-მდე სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საქართველოს ტაიბოქსის და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ სპორტსმენებს, სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.