- 12 ივნისს, 11:00 საათიდან სენაკში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება.
მისამართი: ქალაქი სენაკი, ილია ჭავჭავაძის #103
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.