- საქართველოს რაგბის კავშირის, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 17-18 მაისს, სენაკში, “ეგრისის” ცენტრალურ სტადიონზე, დამსახურებული სპორტსმენის, საქართველოს რაგბის დამოუკიდებელი ფედერაციის ფუძემდებლის, სენაკის საპატიო მოქალაქის, დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ფესტივალში მონაწილეობდნენ: სენაკის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის, ჩაქვის, ჭიათურის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს და მარტვილის მორაგბეთა გუნდები.
- პირველი ადგილი დაიკავა ქუთაისის გუნდმა ,,აია”.
- მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა ,,სოხუმი”.
- მესამე ადგილი წილად ხვდა ბათუმის მორაგბეთა გუნდს.
დავით კილასონიას სახელობის თასი, ჩაქველ მორაგბეს, ლუკა ჯინჭარაძეს გადაეცა.