- სენაკის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კენჭისყრის ეტაპი. საკითხთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის წევრებს: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, დონარა ალანიას; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ნანა ზარანდიას; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, გივი მისაბიშვილს; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ეკატერინე კიზირიას და იურიდიული განყოფილების უფროსს, რამაზ კუპრეიშვილს შეხვდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტში ჩართულ სენაკელებს აქტიურობის, ინიციატივების დაფიქსირებისა და ხმის მიცემის პროცესში ჩართულობისთვის, მადლობა გადაუხადა.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემოვიდა 13 საპროექტო წინადადება. კენჭისყრის ეტაპზე 4 საპროექტო წინადადება გადავიდა, მათგან, ხმათა უმრავლესობით, გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი:
833 ხმა მოიპოვა საპროქტო წინადადებამ – ,,senaki loves you” – ქალაქის ცენტრალური მოედნის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ქალაქის ცენტრალურ სკვერების უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფა – პროექტის ავტორი, დავით ხუხუა;
701 ხმა – ჭავჭავაძის 37-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციების მოწყობა – პროექტის ავტორი, თამარ ლაშკოვა;
670 ხმა – სენაკის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,კოლხეთის“ ძველი ნომრების (1950 წლიდან 1990 წლამდე) გაციფრულება – პროექტის ავტორი, ცოტნე ეჯიბია;
2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 150 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
რთი პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება.
პროგრამის ფარლგებში, 2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი პროექტი განხორციელდა:
აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები;
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში კი – ამფითეატრი.
2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და საკრებულის მხარდაჭერით, პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარამდე გაიზარდა, რაც სამი პროექტის დაფინანსებას მოიცავს.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.