- სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, წყალსატევები.
მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოებს, უსაფრთხოების წესების დაცვით, სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.
ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდით – ,,სოლფაკით” მიმდინარეობს.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ანა ჭიჭაღუასთან და შესამაბისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.