- დღეს, ქუჯის ისტორიულ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სენაკის სახალხო ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღეები აღინიშნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოსტუმირებული მსვლელობა ციხე-გოჯში, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით – სიმბოლურად, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლში – ნოქალაქევის ნაქალაქარში გაიმართა.