- “ვეფხისტყაოსნის” დღეს, სენაკში, რუსთველის პოემის საჯარო კითხვის მარათონი გაიმართა.
ამფითეატრის სცენაზე, ,,ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვაში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზის სტუდენტები და მოხალისეები ჩაერთნენ.
,,ვეფხისტყაოსნის’’ თემატიკაზე, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაციებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა.
,,ვეფხისტყაოსნის’’ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულს – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეს, საბა გოგინავას, რუსთველის ქმნილების ილუსტრაციები გადაეცა.
,,ვეფხისტყაოსნის’’ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ,,რუსთაველის საზოგადოების’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.