- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 83 წლის ქალი და 84 წლის მამაკაცია. ორივე სენაკის მცხოვრები იყო.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952.