- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 64 წლის ქალბატონი. პაციენტი “ლაზიკამედის” კლინიკაში მკურნალობდა.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 446, „პისიარ“ ტესტით – 12 795.