- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო – “მადლობა, მასწავლებელო!..“
ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სანახაობრივად დატვირთულ საღამოზე მონაწილეობა გმირის სახელობის სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.