- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სენაკში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ – დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სენაკის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.