- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სალოტბარო სკოლების ფესტივალის ,,მომავლის ხმები” ფარგლებში, კონცერტი გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობა სენაკის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურის, ახალციხის, ფოთისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლების 150-მა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ იმართება.