სენაკში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა გაიხსნა

  • სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა: სცენის დემონტაჟი და ახლით შეცვლა, სასცენო განათების სისტემის მოწყობა და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულების, სხვადასხვა სივრცეების რეაბილიტაცია, მოეწყო ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ახლით შეიცვალა საკონცერტო დარბაზის სკამები.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

+25