- სენაკის მუნიციპალიტეტში, ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მე-3 საბავშვო ბაღის პროექტის ღირებულება 4 073 214 ლარს შეადგენს. ძველი სენაკის, ლეძაძამეს, ფოცხოს საბავშვო ბაღების, ჯამური ღირებულება 3 800 000 ლარია.
პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.