სენაკში, ორ ლოკაციაზე, ბინოკლი განთავსდა

  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ურთერთთანამშრომლობით, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რუხი ყანჩების (Ardea cinerea) ბუდობის ადგილზე, ბინოკლი განთავსდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბინოკლი ასევე განთავსდა ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე “ასსაფეხურიან კიბესთან”, საიდანაც სენაკის თვალისმომჭრელი ხედები იშლება.

ორივე ლოკაციაზე, ბინოკლით სარგებლობა სრულიად უფასოა.