- სენაკის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ისტორიული შენობა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წლების შემდეგ, პირველად, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, ასევე განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი.
ახლადრეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების პედაგოგებმა და ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,გოგალაიმ” მიიღეს.