სენაკში რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალი იწყება

  • 26 ივლისიდან, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, სტარტს, უკვე მეათედ, სენაკში აიღებს.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “დღეს”.

იხილეთ ფესტივალის სენაკური დღეების პროგრამა:

26 ივლისი – 19:00 საათი – ფესტივალი საზეიმოდ აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება; აქტივობის ფარგლებში, გაიმართება საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია;

20: 00 საათი – ფესტივალის პირველ დღეს დაასრულებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლი ,,ლივ შტაინი“;

27 ივლისი – 13:00 საათი – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გამართავს სპექტაკლს – ,,ვაჟიშვილი“;

17:00 საათი – დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ,,გიენოსის” დასის სპექტაკლი – ,,დედა“;

20:00 საათი – ფესტივალის მეორე დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი – ,,მამა“ დაასრულებს;

28 ივლისი-13:00 საათი – ფესტივალის სენაკური დღეების ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ერაყის თეატრალურ ჯგუფს ,,ჰავარი”, სპექტაკლით -,,სალმა“;

17:00 საათი – რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით – ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი”, დასრულდება.