სენაკში სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტში, 3 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს, სსიპ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 2 794 373 ლარს შეადგენს.

სსიპ ხორშის საჯარო სკოლა, ღირებულებით – 2 249 179 ლარი.

სსიპ უშაფათის საჯარო სკოლა, ღირებულებით — 2 326 925 ლარი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, სკოლები აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის.