- პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.საახალწლო ღონისძიებები, დღეს, ორ საათზე დაიწყება.
ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი. 18:00 საათზე, სენაკელების წინაშე ცნობილი შემსრულებლები – ,,ქუჩის ბიჭები”, ნოდარიკო ხუციშვილი, ელენე ფოჩხუა და სოფო ბედია წარდგებიან.
ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.