- სენაკში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და მერის მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გაეცნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო.
გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, 1 470 000 ლარია გამოყოფილი.