- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახეს” დასმა წარადგინა მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახეს” დირექტორის, გიორგი ჭანტურიას სადებიუტო სპექტაკლი – “უკანასკნელი თოლია”.
სენაკის მუნიციაპლიტეტის მერიის ინფორმაციით, მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მოქმედება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვითარდება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების გმირულ თავგანწირვაზე მოგვითხრობს.
სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას, გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის.