სენაკის მუნიციპალიტეტში, მერიის მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტი “ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვნენ.
მუსიკა, საგუნდო ხელოვნება, მხატვრობა, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, საინტერესო შეხვედრები – ასეთია იმ ღონისძიებების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც საზაფხულო სკოლაში იმართება.
წელს, პროექტს ახალი მიმართულება არტ თერაპია დაემატა, რომლის მიზანია შშმ მოზარდების კომუნიკაციური უნარების, “მეს” გაძლიერება, შინაგანი ბალანსის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, პროექტში ჩართულია 4 მოზარდი.
პროექტი, რომელიც წელს 2 ივლისს დაიწყო და სამ ეტაპად ხორციელდება, 3 აგვისტოს დასრულდება.
პროექტში დღემდე ჩართულია 50-მდე მოზარდი. ყველა მონაწილეს სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.
ხელოვნების ცენტრის პროექტი – ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა“, სკოლისგარეშე სახელოვნებო პროგრამების მეთოდიკითა და არაფორმალური განათლების ტექნიკის გამოყენებით, უკვე მეოთხე წელია, საზაფხულო არდადაგების პერიოდში ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 300 მდე-მოზარდმა მიიღო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს