- სენაკის ცენტრალურ სტადიონის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
განხორციელებულ პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სენაკის მერი ვახტანგ გადელია გაეცნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე დასრულდა მინი სპორტული მოედნების მოწყობა თეკლათისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.