- სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა, დღე, რომელიც ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო, სამედიცინო და სამოქალაქო სექტორებს აერთიანებს.
სენაკის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ცენტრის მობილური ბრიგადა სკრინინგ აქციას მართავს, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური აიპების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.